რამდენიმე დღის წინ გურჯაანში,...

Originally posted on ტექნო.ბლოგი:
მედია–კონტენტის და ფაილების შენახვა, სერვისი მობილურისთვის, ვირუსები, არქივები, ფაილების მიმაგრება, როგორ დავბლოკოთ რეკლამა საიტებზე, პოსტების დადება და რედაქტირება, მომხმარებლებისთვის უფლებების მინიჭება და მრავალი სხვა ერთ პოსტში. Media&graphic Photoshop cs (portable) Adobe Dreamweaver Vegas movie studio(portable) Picasa Video converter Faststone image viewer Ustream საიტები: http://www.top.ge/ http://www.google.com/analytics/ https://drive.google.com https://twitter.com/ http://www.flickr.com/ https://soundcloud.com/ http://picasion.com/ http://www.Ustream.tv Tools…
მეორე დღეა მედიაგამომცემელ “სპექტრისა” და პოლიგრაფიულ სახლის-“პირველი ფერის” თანამშრომლებს ინტერნეტ ტექნოლოგიების სპეციალისტი, კონსტანტინ სტალინსკი ტრეინინგს უტარებს.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულაში, რეგიონული განვითარების პროექტის ფარგლებში, ცენტრალურ გზაზე ასფალტს აგებენ. სამუშაოებს კომპანია შპს “თელავის საგზაო სამმართველო” აწარმოებს.
უკვე რამდენიმე წელია “გურჯაანქალაქობა” ტრადიციულად აღინიშნება. წელსაც, მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება.
მდინარე თურდოს ნაპირზე, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ გულგულადან კილომეტრნახევრის დაშორებით, მუნიციპალური ნაგავსაყრელი მდებარეობს, რაც საქართველოს მწვანეთა მოძრაობა “დედამიწის მეგობრების” თანათავმჯდომარის თქმით, ყოვლად დაუშვებელია.
გასულ კვირას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “კულტურათაშორისი დიალოგები” გაიმართა. მასში სხვადასხვა უნივერსიტეტის პროფესორები მონაწილეობდნენ. წარმოდგენილი იყო ნაშრომები ისეთ თემებზე, როგორიცაა ისტორია-ლიტერატურის მოტივები და პარალელები, აგრო-ბიზნეს ინდუსტრია, ენათა შეპირისპირების ტიპოლოგია და ა.შ.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში 2014 წლის პრიორიტეტების გამოსავლენად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ემზარ ჯიქურაშვილი რამდენიმე დღის წინ სოფელ გურჯაანისა და ჭანდრის მაცხოვრებლებს შეხვდა. ორივე სოფლის მოსახლეობამ თითქმის ერთი და იგივე პრიორიტეტებზე ისაუბრა.
გასულ კვირას, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირების (სპმთპ) პრეზიდენტი მაია კობახიძე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების, სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების პედაგოგებსა და პროფკავშირების წევრებს შეხვდა. მან შრომის კოდექსის სიახლეებსა და ორგანიზაციის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.
გურჯაანის #12 საარჩევნო ოლქში საარჩევნო უბნებიდან კენჭისყრის შედეგებს ელიან. როგორც “სპექტრთან” საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ნატალია ბეგაშვილმა განაცხადა საპრეზიდენტო არჩევნები ოლქში მშვიდ ვითარებაში წარიმართა.
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატ, გიორგი ღვინიაშვილის სოფელ ჩალაუბანში არჩევნები “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ მოიგო.
საარჩევნო პროცესი დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა. დღის ბოლოსკენ საგრძნობლად იკლო დარღვევების რიცხვმა. ამ დროისთვის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” მთელი ქვეყნის მასშტაბით 70-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროცედურული დარღვევა დააფიქსირა.
20:00 საათისთვის ცენტრალურმა ტელეკომპანიებმა ეგზიტპოლების შედეგები გამოაქვეყნეს. “რუსთავი2”-ის კვლევის თანახმად პროცენტები ასე გადანაწილდა: 66,7% გიორგი მარგველაშვილი, 20,2 % დავით ბაქრაძე,
ნინო ბურჯანაძის გურჯაანის საარჩევნო შტაბში აცხადებებ, რომ უბნებზე დარღვევებია. -“ახაშენში საარჩევნო უბანზე კახეთის ენერგო დისტრიბუციის ხელმძღვანელი აკაკი ბეგაშვილი და გამგებლის მოადგილე
გურჯაანის ნომერ 12 საარჩევნო ოლქის ჩალაუბნის ნომერ 34-ე უბანზე ხმის მისაცემად მისულ ამომრჩეველს კაბინაში შეჰყვა მოქალაქე, რომელსაც უბანზე ყოფნის უფლება არ ჰქონდა.